პეკინის გამზირი

თბილისში, პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 16 ივნისს დაიწყება

თბილისის მერიის განცხადებით, პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 16 ივნისს დაიწყება. ქუჩაზე სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, აღდგება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება. მერიაში ვარაუდონებენ, რომ სამუშაოები სექტემბრის დასაწყისში დასრულდება.

დავით ნარმანიას განცხადებით, მოძრაობა პეკინის ქუჩაზე თავდაპირველად ცალმხრივი გახდება და ვაჟა ფშაველას გამზირის მხრიდან მომავალი ავტოტრანსპორტი ცალხმრივად იმოძრავებს 26 მაისის მოედნამდე, ხოლო პირიქით, მიმავალი ნაკადები კოსტავას გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ და შემდეგ გადაერთვებიან სხვა ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეიცვლება ამ ტერიტორიაზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც, რომელთა შესახებ ინფორმაციას მერია მოგვიანებით გაავრცელებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი