ახალი ამბები

ლონდონში 24-სართულიანი კორპუსი დაიწვა – არიან დაღუპულები

14 ივნისი, 2017 • 3503
ლონდონში 24-სართულიანი კორპუსი დაიწვა – არიან დაღუპულები

14 ივნისის ღამეს ლონდნის დასავლეთ ნაწილში, ნოტინგ ჰილთან ახლოს 24-სართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. BBC თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ შენობაში ხალხი იყო. ასევე დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, ბოლო მონაცემებით, მომხდარის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.

ცეცხლის ჩაქრობაში 200 მეხანძრე მონაწილეობდა და ამ დრომდე არაა სამუშაოები დასრულებული. ლონდონის სასწრაფოს ცნობით, 30 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი.

BBC წერს, რომ ხანძარი ყველა სართულს მოედო და შენობის დანგრევის საფრთხე არსებობდა.

ლონდონში 24 სართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა (c) EPA/WILL OLIVER ლონდონში 24 სართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა (c) EPA/WILL OLIVER

მასალების გადაბეჭდვის წესი