ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ეწინააღმდეგება

13 ივნისი, 2017 • 2182
საკონსტიტუციო ცვლილებებს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ეწინააღმდეგება

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრამდე ცნობილი ხდება, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში აზრთა სხვადასხვაობაა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მაჟორიტარულის სისტემის შესაძლო გაუქმებით, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტითაა გათვალისწინებული, უკმაყოფილო არიან “ოცნების” მაჟორიტარები და პროპორციული სიით გასული დეპუტატების ნაწილიც, თუმცა მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

ამ საკითხზე უმარვლესობის დეპუტატებთან დღეს კონსულტაციებს მართავს პარლამენტის თავმჯდომარე.

შეხვედრიდან გამოსულმა ერთ-ერთმა დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საკითხი შესაძლოა უმრავლესობის ფრაქციის კენჭისყრაზე გავიდეს.

ქანთარია ეწინააღმდეგება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, თუმცა მიიჩნევს, რომ თუ კონსტიტუციის პროექტი ჩავარდება, ეს იქნება “უხერხულობა”.

“ამიტომ, იმედი მაქვს, სანამ პლენარულ სხდომაზე გავა, ეს გაირკვევა”, – აცხადებს ის.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, რატომ დაიწყეს საუბარი ამის შესახებ უმრავლესობაში შემავალმა დეპუტატებმა კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვების შემდეგ, ქანტარიამ გვიპასუხა, რომ “ამაზე დისკუსია შიგნით მუდამ იყო”.

პარლამენტის თავმჯდომარე ხვალაც გამართავს ამ საკითხზე კონსულტაციებს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი