ახალი ამბები

ანონსი: 13 ივნისი

12 ივნისი, 2017 • 2401
ანონსი: 13 ივნისი

09:30 სასტუმროში „რუმს თბილისი“ (მერაბ კოსტავას 14, თბილისი), გაიმართება კვლევის ანგარიშის წარდგენა: „ქალები პოლიტიკურ პარტიებში: მითების დეკონსტრუქცია“. კვლევის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელის შემშლელი ფაქტორების შესწავლა და პოლიტიკური პარტიებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.


 

11:00 “ხალხის პარტიის” ახალგაზრდული ფრთა თბილისში პარლამენტის  შენობის მთავარ შესასვლელთან აქცია-პერფომანსს გამართავს, ლოზუნგით “კონსტიტუცია პალტო არ არის”

მის: რუსთაველის გამზ. 8,  პარლამენტის მთავარი შეშასვლელი.


 

11:00 ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გამართავს ნარკოტიკული დანაშაულების საკითხზე 2017 წლის გახმაურებული საქმეების სამართლებრივი ანალიზის შედეგების პრეზენტაციას. 


 

11:45 საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში (გ. ლეონიძის ქ #2, ბიზნესცენტრი, მე-2 სართული), საქართველოში მოქმედი წამყვანი ბიზნეს ასოციაციები ერთობლივ,სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.


 

12:00 ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში (ქანთარიას 11ა) ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პრესკონფერენციას გამართავს, სადაც  2 წლის წინანდელი 13-14 ივნისის სტიქიის  შედეგად დარჩენი პრობლემების შესახებ იქნება მსჯელობა.


 

13:00 ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ზაზა ხატიაშვილი გამართავს საპროტესტო აქციას, ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად.


 

13:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო,  C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ბენეფიციარებს, პროგრამის მართვის ცენტრში მოემსახურება და პაციენტების რეგისტრაციის პროცესში მიიღებს მონაწილეობას. მის: ფალიაშვილის 110- C ჰეპატიტისმართვის ცენტრი. საკ. პირი: სალომე გოგინაშვილი- 558 24 07 70


 

15:00 სასტუმრო “ამბასადორი კაჭრეთში’’ „კახეთისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.


 

15:30 დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველო-არგენტინის რაგბის მატჩს, დევნილ ახალგაზრდებთან ერთად დაესწრება.
მისამართი: მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, სექცია 11

16:00 გაიმართება NDI-ის მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის გამოსაშვები ღონისძიება. ამ პროგრამის მონაწილეები არიან თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, ახალციხისა და გურჯაანის საკრებულოს წევრი ქალები.
მისამართი: ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო დარბაზში (რუსთაველის 27).
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრები მადლენ ოლბრაიტის ხელმძღვანელობით.

16:30 მწერალთა სახლში ცნობილი ქართველი არქიტექტორის შოთა ყავლაშვილის შემოქმედების ამსახველი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი