ოპოზიციის აქცია მოსკოვში ფოტო: ეპა/SERGEI CHIRIKOV

რუსეთში ოპოზიციის მორიგ აქციაზე ნავალნი და მისი ასობით მხარდამჭერი დააკავეს

რუსული ოპოზიციური პარტიის ლიდერი ალექსეი ნავალნი დღეს საკუთარ სახლთან დააკავეს. როგორც დაკავებულის ცოლი Twitter-ში წერს, ნავალნი საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დააკავეს, როცა  აქციაზე მიდიოდა.

ნავალნის დაკავების შესახებ განცხადება რუსეთის პოლიციამაც გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავალნის 15-დღიანი პატიმრობა ემუქრება პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის.

ოპოზიციის აქცია მოსკოვში ფოტო: ეპა/SERGEI CHIRIKOV

ოპოზიციის აქცია მოსკოვში ფოტო: ეპა/SERGEI CHIRIKOV

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნავალნი და მისი ათასობით მხარდამჭერი დღეს რუსეთის მთავრობაში კორუფციულ გარიგებებს აპროტესტებდნენ. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოსკოვში მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ნავალნის 100-ზე მეტი მხარდამჭერი დააკავა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ  პეტერბურგში დაკავებულთა რაოდენობა 300-ს აღწევს.

ნავალნის აქციის ჩატარების უფლება მოსკოვში, სახაროვას გამზირზე ჰქონდა, თუმცა აქციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მანიფესტაციის გამართვის ადგილი შეიცვალა. აქცია კრემლის სიახლოვეს, იმ ქუჩაზე უნდა გამართულიყო, რომელიც რუსეთის დღის აღსანიშნავად იყო გადაკეტილი. მანამდე რუსული ოპოზიციის ლიდერი აცხადებდა, რომ მანიფესტაციის მოსაწყობად სცენისა და აუდიოაპარატურის ქირაობას ვერ ახერხებდნენ, რადგან ყველა კომპანია, რომელსაც აქციის ორგანიზატორებმა მიმართეს, ამბობდა, რომ მოსკოვის მერიამ მათ აქციის მოსაწყობად ტექნიკის გაქირავება აუკრძალა.

ოპოზიციის აქცია მოსკოვში ფოტო: ეპა/SERGEI CHIRIKOV

ოპოზიციის აქცია მოსკოვში ფოტო: ეპა/SERGEI CHIRIKOV

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დემონსტრაციის დაწყებამდე რუსეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ტვერსკაიას ქუჩაზე ყველას შეუშვებდა, ვინც ბანერებისა და ტრანსპარანტების გარეშე მივიდოდა. თუმცა, თუ ვინმე ქუჩას მანიფესტაციის მოსაწყობად გამოიყენებდა – დააკავებდნენ. მიუხედავად ამისა, ნავალნის მხარდამჭერები აქციის გასამართად მაინც შეიკრიბნენ.

ნავალნის მიერ გამართული წინა მანიფესტაციის დროს, რომელიც 26 მარტს გაიმართა, რუსეთში 1000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ოპოზიციის აქცია მოსკოვში ფოტო: ეპა/SERGEI CHIRIKOV

ოპოზიციის აქცია მოსკოვში ფოტო: ეპა/SERGEI CHIRIKOV

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი