ახალი ამბები

წყალდიდობა ხობში – გამგეობა ზარალს თვლის [ფოტო]

12 ივნისი, 2017 • 4719
წყალდიდობა ხობში – გამგეობა ზარალს თვლის [ფოტო]

საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოდან დაახლოებით 30 ზარია შესული.

სააგენტოს ცნობით, მაშველების დახმარება დასჭირდა სოფელ საჯიჯაოში სატვირთო ავტომობილის მძღოლს, რომელიც ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა საფრთხე შეუქმნა. სააგენტოს ცნობით, მაშველებმა მანქანაც და მძღოლიც სამშვიდობოს გამოიყავანეს.

სააგენტოს მოწოდებული ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის თხოვნით, მაშველებმა მიწის ტომრები დაალაგეს სოფელ გურიფულის საჯარო სკოლის მიდებარე ტერიტორიაზე, რათა წყალდიდობისგან დაეცვათ სკოლა.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, უხვმა ნალექმა მდინარე ხობის და ღელეების ადიდება გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დატბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დააზიანა ბონდის ხიდი და საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.

გამგეობის ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისია ადგილზე შეისწავლის არსებულ მდგომარეობას და დაადგენს ზარალის მოცულობას.

წყალდიდობა ხობში. 12.06.2017 ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა წყალდიდობა ხობში. 12.06.2017 ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა წყალდიდობა ხობში. 12.06.2017 ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა წყალდიდობა ხობში. 12.06.2017 ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა წყალდიდობა ხობში. 12.06.2017 ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა წყალდიდობა ხობში. 12.06.2017 ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა წყალდიდობა ხობში. 12.06.2017 ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა

მასალების გადაბეჭდვის წესი