ახალი ამბები

ოთხი ფემინისტის მოსაზრება გენდერულ კვოტირებაზე

12 ივნისი, 2017 • 8744
ოთხი ფემინისტის მოსაზრება გენდერულ კვოტირებაზე

დღეს, 12 ივნისს 37 455 მოქალაქის ხელმოწერით პარლამენტში შევიდა კანონპროექტი საარჩევნო სიების გენდერულ კვოტირებაზე. რაში გვჭრიდება გენდერული კვოტირება?

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით,  ქალებსა და კაცებს შორის არსებული ბუნებრივი პროპორცია პოლიტიკაში არ აისახება, რაც უსამართლობაა. მისი თქმით, ამ უსამართლობის აღმოფხვრის გზა  გენდერულ კვოტირებაზე გადის.

იმავე აზრზეა “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელი, ელენე რუსეცკაია. მისი განცხადებით, ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისევე უნდა მონაწილეობდნენ, როგორც კაცები.

ოეგანიზაციის “ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის/საქართველოს” წარმომადგენლის, იდა ბახტურიძის თქმით, კვოტა იმის გარანტიაა, რომ ქალებისთვის არსებული ხელოვნური ბარიერები განეიტრალდება.

კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია აცხადებს, რომ დღეს საქართველო ქალების გარეშე იმართება, რაც უსამართლობაა. მისი თქმით, კვოტა ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე მეტად ეფექტური მეთოდია.

არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა საქართველოს პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი გენდერულ კვოტირებაზე. ცვლილების მიხედვით, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებული იქნებიან, საარჩევნო სია ისე დააკომპლექტონ, რომ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი იყოს.

კანონპროექტის მიხედვით, თუ პოლიტკური პარტია სიას ისე არ წარადგენს, რომ დაცული იყოს ყოველი მეორე განსხვავებული სქესის 50%-იანი ბალანსი, პოლიტიკურ პარტიას სია უკან უბრუნდება ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო თუ პარტიის მიერ წარდგენილ სიაში არ არის დაცული სქესთა ბალანსი, პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი