ახალი ამბები

Birja Mafia-ს წევრები პატიმრობიდან შესაძლოა დღეს გათავისუფლდნენ

12 ივნისი, 2017 • 3129
Birja Mafia-ს წევრები პატიმრობიდან შესაძლოა დღეს გათავისუფლდნენ

Birja Mafia-ს წევრები, ნარკოდანაშაულში ბრალდებული მიშკა მგალობლიშვილი (იანგ მაიკი) და გიორგი ქებურია (KAY G) შესაძლოა პატიმრობიდან დღეს, 12 ივნისს გათავისუფლდნენ.

მგალობლიშვილისა და ქებურიას 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ქებურიას ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის განმარტებით, კანონით დადგენილ ვადაში, 24 საათში ორივე მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპალაციო სასამართლომ კი შეტანიდან სამი დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს, შეცვლის თუ არა პატიმრობას აღკვეთის სხვა ღონისძიებით.

“ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს ჩვენ მიერ დასაუთებულად წარდგენილ სჩივარს და მიიღებს გადაწყვეტილებას, დააკმაყოფილებს დაცვის მოთხოვნას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით ქებურიას მიმართ,”- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მისივე თქმით, უცნობია, სააპელციო სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის სახკითხს, თუ ზეპირი მოსმენის გარეშე.

პროკურატურამ გუშინ, 11 ივნისს განაცხდა, რომ თანახმაა, “ბირჟა მაფიის” წევრები წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებულიყვნენ. თუმცა 9 მაისს პროკურატურა აცხადებდა, რომ არსებობდა მგალიბლიშვილისა და ქებურიას მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, ამიტომ, მათთვის აუცილებლად უნდა შეეფარდებინა მოსამართლე პატიმრობა.

პროკურატურის მხრიდან პოზიციის შეცვლას წინ უსწრებდა ბირჟა მაფიის წევრების მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისის ცენტრში გამართული აქცია, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც. კერძოდ, ისინი ვარაუდობდნენ, რომ Birja Mafia-ს წევრებს ნარკოტიკი ვიდეოკლიპში პოლიციელის გაშარჟების გამო “ჩაუდეს”.

ამ საკითხის შესახებ განცხადებები გაავრცელეს პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ და ბერა ივანიშვილმა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი