ახალი ამბებიეკონომიკა

ინტერრაომ საქართველოს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო

11 ივნისი, 2017 • 16505
ინტერრაომ საქართველოს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო

რუსულმა კომპანია ინტერრაომ საქართველოს  წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურები დაიწყო სტოკჰოლმში. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს.

“ჩვენ მივიღეთ შეტყობინება საარბიტრაჟო სასამართლოდან და მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი პოზიცია”, – განუცხადა როიტერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა.

პროცედურის დაწყებას ადასტურებს ინტერრაოც. კომპანია ორი მოითხოვნით ჩივის: ტარიფის ზრდა და კომპენსაცია.

ინტერრაოს სურს ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა და კომპენსაცია ვალუტის დევალვაციის გამო, ამბობს ვალიშვილი. ინტერრაო კომპენსაციის ოდენობას არ ახმოვანებს, თუმცა როიტერი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია $125 მილიონზე, 1 მაისის მდგომარეობით.

ინტერრაო თელასის წილის 75.11%-ის მფლობელია. თელასი, როგორც ცნობილია, დენით თბილისს ამარაგებს. გარდა ამისა, ინტერრაოს საკუთრებაშია ორი ჰიდროელექტროსადგური- ხრამი 1 და ხრამი 2.

ვალიშვილის თქმით, ხელისუფლებამ კომპანიას შესთავაზა სემეკში საქმის განხილვის ვარიანტი მის საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის ტარიფების თაობაზე..

“ამ ტარიფების კორექტირება შესაძლებელია, თუ კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს”, – ამბობს ვალაიშილი.

რაც შეეხება კომპენსაციის საკიხთს, ვალიშვილი აცხადებს:

“ინტერრაოს არ განუხორციელებია თელასში ინვესტირება და იმაზე უფრო მეტი დივიდენდი მიიღო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რატომ უნდა გადავიხადოთ კომპენსაცია”, – ამბობს ვალიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი