ახალი ამბები

შიდა ქართლში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

11 ივნისი, 2017 • 3035
შიდა ქართლში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარვანში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. იგი ადიდებულმა მდინარე ტილიანმა გაიტაცა. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხცადეს, ცხედარი უკვე ნაპოვნია.

ტელეკომპანია იმედს ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, რომ მამაკაცი მდინარეში ძროხის გადასარჩენად შევიდა. “ძროხა გადარჩა, მაგრამ თვითონ…”.

ძლიერმა წვიმამ გუშინ პრობლემები შეუქმნა შიდა ქართლს, კერძოდ- ქვიშხეთსა და დაბა სურამს.

იმედის ცნობით, წვიმის შედეგად ჩამოწოლილი მეწყერის გამო პარალიზებულია სოფელ ცოცხნართან დაკამშვირებელი გზა და სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი