ბერა: თქვენთან ვარ, ბიჭებო! #FreeBirjaMafia

“თქვენთან ვარ, ბიჭებო! #FreeBirjaMafia #თავისუფლება“, – ამ პოსტს ბერა ივანიშვილი აქვეყნებს.

ბერა მხარდაჭერას უცხადებს Birja Mafia-ს რეპერებს, მიშკა მგალობლიშვილს (Young MIC) და გიორგი ქებურიას (KAY G), რომლებიც ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმორბა ემუქრებათ.

თვითონ რეპერები აცხადებენ, რომ ისინი პოლიციელთა მხრიდან შურისძიების მსხვერპლნი გახდნენ, რადგან ბოლო კლიპში TSL SHAVI ZEDA პოლიციელი გააშარჟეს.

რეპერებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუაფარდა. დღეს რეპერების მხარდასაჭერად და ასევე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართა.

2015 წელს მიშკა მგალობლიშვილს (Young MIC) ბერასთან ერთად ფეისბუკზე გამოქვეყნებული აქვს ფოტოსურათი:

აქვე შეგიძლიათ მოუსმინოთ Young MIC-ის სიტყვას და რეპს სასამართლოზე, სადაც მისი დაკავების მიზეზსა და მოტივაციას ხსნის:

რეპერების საქმეს დღეს განცხადებით გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც:

“არც ერთი ახალგაზრდა, არც ერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა და არც მომავალში დგას ჩვენი საზოგადოება ამ საფრთხეების წინაშე”, – თქვა პრემიერმა და პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინადადებით მიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com