ახალი ამბები

მიქაელ ბოტკოველი: პატრიარქის დაცვის წევრების ნაწილი გათავისუფლდა

10 ივნისი, 2017 • 2266
მიქაელ ბოტკოველი: პატრიარქის დაცვის წევრების ნაწილი გათავისუფლდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის მდივნის, მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ილია მეორის დაცვის წევრების ნაწილი შეიცვალა.

“დიახ, შემიძლია დაგიდასტუროთ [დაცვის წევრების გათავისუფლება], ოღონდ ყველა არა, რაღაც ნაწილი. ამ დროისთვის უწმინდესის უსაფრთხოებას დარჩენილი თანამშრომლები იცავენ და, ამავდროულად, დაემატნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები”,- განაცხადა ბოტკოველმა “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბრისას.

6 ივნისს პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსად ვანო კობაიძე დაინიშნა. 2017 წლის თებერვლამდე პატრიარქის დაცვის სამსახურს სოსო ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. სოსო ოხანაშვილი პატრიარქის ძმისშვილის, მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილის სიძეა. ოხანაშვილის წასვლა საპატრიაქოში არსებულ დაპირისპირებებს უკავშირდება. თებერვალში “ციანიდის საქმეზე” ოხანაშვილი პროკურატურამ დაკითხა. ოჯახის ინფორმაციით, ამჟამად ოხანაშვილი გერმანიაში სამუშაოდ იმყოფება.

სოსო ოხანაშვილის შემდეგ პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა ზურაბ ბუჩუკურმა დაიკავა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი