ახალი ამბები

მხარდაჭერა “ბირჟა მაფიას” – თბილისში აქცია-კონცერტი იმართება

9 ივნისი, 2017 • 3435
მხარდაჭერა “ბირჟა მაფიას” – თბილისში აქცია-კონცერტი იმართება

თბილისში, კლუბ Backstage 76-ში დღეს დაკავებული რეპერების, პროექტ “ბირჟა მაფიის” მხარდასაჭერად აქცია-კონცერტი იმართება.  მუსიკოსებთან ერთად აქციას უერთდებიან სხვადასხვა მოძრაობებიც, მათ შორის “თეთრი ხმაურიც”, რომლებიც დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ასევე ხვალ, 10 ივნისს, გაიმართება აქცია პროექტ”ბირჟა მაფიის” წევრი რეპერების, მიშკა მგალობლიშვილის (Young MIC) და გიორგი ქებურიას (Kay – G) მხარდასაჭერად. აქციის მონაწილეები რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და პარლამენტის შენობისკენ მოაწყობენ მსვლელობას.

როგორც, ჰიპჰოპ არტისტები, პროექტ PVP Battle-ს ორგანიზატორები და დაკავებულების მეგობრები ამბობენ, აქციები სისტემურ სახეს მიიღებს.

ვრცლად ინფორმაციას რეპერების დაკავების შესახებ გაეცანით ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი