ახალი ამბები

გაათავისუფლეთ “ბირჟა მაფიის” წევრები! – პეტიცია

9 ივნისი, 2017 • 2054
გაათავისუფლეთ “ბირჟა მაფიის” წევრები! – პეტიცია

პროექტ “ბირჟა მაფიის” წევრი რეპერების, მიშკა მგალობლიშვილის (Young MIC) და გიორგი ქებურიას (Kay – G) გათავისუფლების მოთხოვნით ონლაინ-პეტიცია შეიქმნა, რომელსაც ხელს უკვე 400-ზე მეტი ადამიანი აწერს.

“მოგეხსენებათ, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს, რაც პირდაპირ კავშირშია სიტყვის გამოხატვის თაევისუფლებასთან. ამ უწყინარი ვიდეოკლიპით პროექტის “ბირჟა მაფიის” წევრებმა თავიანთი სათქმელი თქვეს.

მიგვაჩნია, რომ ქმედება, რომელიც განხორციელდა მათ წინააღმდეგ, და სასჯელი, რომელიც მათ ემუქრებათ (თავისუფლების 20 წლამდე ან სამუდამო აღკვეთა) უსამართლო და შეუსაბამოა, ყოველგვარ აზრსა და ლოგიკასაა მოკლებული.

გარდა ამისა, სხვა საკითხია ის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. ვითხოვთ დეტალურ გამოძიებას, რადგან მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რაოდენობის “მდმა” არც კი ეკუთვნოდათ მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული, გაეცნოთ საქმის დეტალებს და გაათავისუფლოთ “ბირჟა მაფიის” წევრები”, – ნათქვამია მანიფესტის ავტორების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი