ახალი ამბები

“ბირჟა მაფიის” Young Mic-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

9 ივნისი, 2017 • 3947
“ბირჟა მაფიის” Young Mic-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

პროექტ “ბირჟა მაფიის” რეპერს, მიშკა მგალობლიშვილს (Young Mic) თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ბრალდებულებისგან, მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიასგან 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთით 8- დან 20 წლამდე ვადით ისჯება.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დაკავებას მის მიერ მომზადებულ მუსიკალურ ვიდეოს უკავშირებს, რომელშიც პოლიციელი გააშარჟა.

მასალების გადაბეჭდვის წესი