ახალი ამბები

სააპელაციომ ფილიპ მორისი 92 მილიონი ლარის გადახდისგან გაათავისუფლა

9 ივნისი, 2017 • 3954
სააპელაციომ ფილიპ მორისი 92 მილიონი ლარის გადახდისგან გაათავისუფლა

9 ივნისს თბილისის საპელაციო სასამართლომ  გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითიც დააკმაყოფილა „ფილიპ მორის საქართველოსა“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-ს სარჩელი და კომპანიები 92 მილიონამდე ლარის გადახდისგან გაათავისუფლა.

საქმე შეეხება, ერთი მხრივ, „თბილისის თამბაქოსა“ და მეორე მხრივ, „ფილიპ მორის საქართველოსა“ და „ფილიპ მორის ეს.ეი“-ს შორის დავას. “თბილისის თამბაქო” მოითხოვდა კომპანიებისთვის ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრებას.

“თბილისის თამბაქოს” აზრით, აღნიშნული საწარმოები სხვადასხვა სახის სიგარეტების რეალიზაციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ეწეოდნენ, რითაც არღვევდნენ კანონს და ზიანს აყენებდნენ „თბილისის თამბაქოს“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ 2017 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ და სს „ფილიპ მორის ეს.ეი“-ს სოლიდარულად დააკისრა 92 მილიონამდე ლარის ზიანის ანაზღაურება სს „თბილისის თამბაქოს“ სასარგებლოდ, რაც სრულად გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ ერთი დავა მიმდინარეობს ბიზნესმენ ფადი ასლისა და მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს შორის. სასამართლოს კაკაბაძემ იმის გამო მიმართა, რომ ფადი ასლიმ მას კორუმპირებული უწოდა. მოსამართლემ პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით სასამართლოს მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი