ახალი ამბები

შსს-მ “ბირჟა მაფიის” წევრები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა

9 ივნისი, 2017 • 6847
შსს-მ  “ბირჟა მაფიის” წევრები ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პროექტ “ბირჟა მაფიის” წევრები Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი)  და Kay G (გიორგი ქებურია) განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

შსს- ს ცნობით, სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ბრალდებულებისგან 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეს მუხლი თავისუფლების აღკვეთით 8- დან 20 წლამდე ვადით ისჯება. შსს-ს ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული ბრალს აღიარებს.

პროექტ “ბირჟა მაფიის” ბოლო ვიდეოკლიპია “TSL შავი ზედა”. ერთ-ერთი დაკავებულის, მიშკა მგალობლიშვილის ცოლი აცხადებს, რომ მათი დაკავება არა ნარკოდანაშაულს არამედ სწორედ ამ კლიპს უკავშირდება, სადაც პოლიციელია გაშარჟებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ აღნიშნული საქმის შესახებ შსს-ს ჯერჯერობით სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი