ახალი ამბები

ანონსი – 9 ივნისი

8 ივნისი, 2017 • 2013
ანონსი – 9 ივნისი

გთავაზობთ, 9 ივნისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:


08:30 – გლდანში, I მიკრო რაიონში, 39-ე საჯარო სკოლის ეზოში ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად უსაფრთხო მოძრაობის პერფომანსს ჩაატარებს


09.45 – სასტუმრობეტსი“-ში  (თბილისი, მაყაშვილის 32/34) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია აკრედიტაციის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას გახსნის


10:00 – თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში მოსწავლეების ნამუშევრებს საქართველოს განალებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური გაეცნობა;


11.00 – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია თბილისში ახალი სასტუმროს The Grove Design Hotel-ის გახსნის ღონისძიებას დაესწრება. სასტუმრო თამარ მეფის ხიდთან მდებარეობს.


11:00 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა;


11:00 – სოფლის მეურნეობის მინისტრი  ლევან დავითაშვილი საგამოფენო ცენტრის ,,ექსპოჯორჯია  მე-11 პავილიონში,   ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენას WinExpo Georgia 2017-ს გახსნის;


11:00 – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა;


11:00 – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და თავდაცვისა დაუშიშროების კომიტეტების გაერთიანებული სხდომა


12:00 – სამინისტროში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტთან ზაზა მჭედლიძესთან და გენერალურ მდივანთან დავით სახვაძესთან ერთად გამართავს პრესკონფერენციას, რომელზეც 12-17 ივნისს თბილისში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრებენ.


12:00 – რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა


12:00 – “პირველ პრესკლუბში” სპორტის ყოფილი მინისტრი თამაზ თევზაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სპორტის შესახებ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები.


12:00 – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა;


12:00 – აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა;


12:30 – სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, პარლამენტიდან დეპუტატი შემოივლის მთაწმინდას და კონკრეტულად იმ პრობლემურ ადგილებს, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია! ლაივ ჩართვების ნახვა შეგეძლებთ დეპუტატის ოფიციალურ გვერდზე! პირველი განცხადება გაგეკეთებდა პარლამენტის წინ


13:00 – ჩერნოვეცკის ფონდის დღის ცენტრში გაიმართება ორი ახალიპროექტის „დღის ცენტრის“ და „უფასო სასადილოს“ პრეზენტაცია. მის: კრწანისი, გორგასლისმეორე შესახვევი N25.


13:00 – „პრაიმ ტაიმის“ პრეს კლუბში: ადვოკატი თამუნა ქუთათელაძე გამართავს პრესკონფერენციას. თემა: ისაუბრებს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში არსებულ დარღვევებზე და მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომას,შიმშილობას.


13:00 – ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ წევრების შეხვედრა ეკონომიკურსაკითხებში თემატური ჯგუფის წევრებთან;


13:00 – რიყის პარკში საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის აღსანიშნავად ღონისძიებას გახსნიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იანჩი და საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.


14:00 – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეროვნული არქივის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს მიულოცავს და სპეციალურ ჯილდოებს გადასცემს. მისამართი: ვაჟა ფშაველას # 1, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზი;


14:00 – სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება. მისამართი: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (მინდელის N9)


14:00 – „პრაიმ ტაიმის“ პრეს კლუბში: ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი და აზერბაიჯანის მოქალაქე დაშგინ აღარარლი პრესკონფერენციას გამართავენ დაშგინ აღარარლის საქმეზე თემა: დაშგინ აღარარლი აცხადებს რომ მისი მეგობრის მსგავსად ისიც საფრთხის წინაშეა და შესაძლოა,მის წინააღმდეგაც განხორციელდეს დანაშაულებრივი ქმედებები. დაშგინ აღარარლი პოლოტიკური შეხედულებებისა და ხელისუფლების აქტიური კრიტიკის გამო წლების მანძილზე იდევნება აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ.


15:00 – უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის წევრების შეხვედრა, უკრაინის სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იგორ დოლგოვთან;


16:00 – დედაენის ბაღში გაიმართება რიგით მესამე მწვანე პოლიტიკური ფესტივალი Green Fest ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების“ ორგანიზებით;


19:00 – აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა

მასალების გადაბეჭდვის წესი