ახალი ამბები

FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელი ტრამპის ადმინისტრაციას ტყუილში ადანაშაულებს

8 ივნისი, 2017 • 2278
FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელი ტრამპის ადმინისტრაციას ტყუილში ადანაშაულებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ყოფილ ხელმძღვანელს, ჯეიმს კომის უსმენს. კომი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა.

კომი აცხადებს, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მის შესახებ ცრუობენ და ცდილობენ FBI-ის რეპუტაციის შელახვას მასზე ზემოქმედებით. თუმცა უარს აცხადებს, გამოთქვას საკუთარი პოზიცია, ეშლებოდა თუ არა მას ხელი მოვალეობის შესრულებაში, როდესაც გენერალურმა პროკურორმა მოსთხოვა, არ დაეწყო გამოძიება რუსეთის შესაძლო ჩარევაზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

მოგვიანებით ტრამპი შიდა წრეებში აცხადებდა, რომ კომის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზიც ეს გამოძიება გახდა, რაც თავად FBI-ის ყოფილი ხელმძღვანელისთვის გაუგებარია. თუმცა დონალდ ტრამპი საჯაროდ აცხადებდა, რომ კომის დათხოვნის მიზეზი მის მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები გახდა.

კომი ასევე აცხადებს, რომ ტრამპთან შეხვედრების შემდეგ დიალოგების ტექსტებს წერდა, რადგან ფიქრობდა, რომ შესაძლოა პრეზიდენტს შემდეგ ეცრუა მათ შეხვედრებზე. ის ასევე იმედოვნებს, რომ არსებობს მისი და ტრამპის შეხვედრების აუდიოჩანაწერები.

მასალების გადაბეჭდვის წესი