ახალი ამბები

ვიქტორ დოლიძე: სექსუალური პროდუქციის შესახებ კანონპროექტის განხილვა არ შეჩერებულა

6 მარტი, 2013 • • 1178
ვიქტორ დოლიძე: სექსუალური პროდუქციის  შესახებ კანონპროექტის განხილვა არ შეჩერებულა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატორი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტია. კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის თქმით, პროცესი შეჩერებული არ არის:

 

“შეჩერებული არ არის, მიდის კონსულტაციები იმიტომ, რომ მინდა, რომ ფორმულირება იყოს ყველასთვის მისაღები. ჩვენ ახლა ევროკავშირიდან ჩამოვედით და ეს არის ერთ-ერთი ის კანონი, რომელზეც აუცილებელია, რომ გაგრძელდეს მუშაობა და აქ ორი აზრი არ არის. ახლა თამბაქოსთან ერთად ჩაჯდება, ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად თუ სხვა რამესთან ერთად, ამათ ფორმულირებაზეა მხოლოდ საუბარი.”

 

მისივე თქმით, ამ საკითხზე ატეხილი მითქმა-მოთქმის შემდეგ არ ჩქარობს:

 

“მაგრამ ის, რომ უნდა მივიღოთ და ეს არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ რეალურად მართლაც ევროკავშირსაც დავუახლოვდეთ და ჩვენც სამართლებრივად მოვეწყოთ სათანადოდ, ამაზე ორი აზრი არ არის, ამიტომ მე უბრალოდ  არ ვჩქარობ ამდენი მითქმა-მოთქმის შემდეგ და არ მინდა მითქმა-მოთქმის დონეზე იყოს კანონის განხილვა, არამედ შეთანხმებულად, ოპოზიციასთან ერთად ვიმოქმედოთ. მე იმედი მაქვს, პრაგმატულად მიუდგება ოპოზიცია ამ საკითხს.”

 

დოლიძის მტკიცებით, საერთაშორისო დონეზე რთული იქნება იმის ახსნა, თუ რატომ არ აქვს ქვეყანას მსგავსი კანონი:

 

“ამის არმიღება, უბრალოდ, როგორც შიდა მოხმარებისთვის დააზიანებს და აქამდეც უნდა მიგვეღო მე რომ მკითხო, ასევე საგარეო ორბიტაზეც ცოტა რთული ასახსნელი იქნება, თუ რატომ არ აქვს ქვეყანას ამგვარი კანონმდებლობა.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი