ახალი ამბები

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უმჯობესია ომბუდსმენი 5 წელზე მეტი ვადით აირჩეს

8 ივნისი, 2017 • 1461
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, უმჯობესია ომბუდსმენი 5 წელზე მეტი ვადით აირჩეს

ევროსაბჭოს დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო კონსტიტუციის საკითხებში, ვენეციის კომისია დასკვნის პროექტში ომბუდსმენის დანიშვნის საკითხსაც ეხება. პროექტი ჯერ დამტკიცებული არ არის და ის ნეტგაზეთს წყარომ მიაწოდა.

პროექტის თანახმად, რეკომენდირებულია, რომ სახალხო დამცველი დანიშნოს პარლამენტის კვალიფიციურმა უმრავლსეობამ.

ასევე ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის პოსტზე ყოფნის 5-წლიანი ვადა შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა, შესაძლოა, უმჯობესი იყოს, მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის, სახალხო დამცველმა უფრო გრძელი ვადით დაიკავოს თანამდებობა.

ეს არ არის ვენეციის კომისიის უკვე დამტკიცებული დასკვნა, არამედ პროექტი. საბოლოო დოკუმენტს ვენეციის კომისია ივნისის შუა რიცხვებში დაამტკიცებს.

მოქმედი კონსტიტუციით, ომბუდსმენს საქართველოს პარლამენტი 5 წლის ვადით ირჩევს. ერთი და იგივე პირი საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. უჩა ნანუაშვილისთვის მიუღებელია საკონსტიტუციო კომისიისთვის წარდგენილი წინადადება ომბუდსმენის მხოლოდ ერთი ვადით არჩევისა და მის არჩევაში საპარლამენტო უმცირესობის სავალდებულო მონაწილეობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი