ბავშვები გერმანიაში ფოტო: EPA

ვენეციის კომისია ბავშვთა უფლებების კონსტიტუციურ გარანტიებზე საუბრობს – წყარო

ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში საქართველოს კონსტიტუციური კანპროექტის შესახებ, რომელიც ნეტგაზეთს წყარომ მიაწოდა, საუბარია კონსტიტუციით ბავშვთა უფლებების გარანტირების მიზანშეწონილობის შესახებ.

ეს რეკომენდაცია ვენეციის კომისიას კონსტიტუციით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების თავთან დაკავშირებით აქვს.

“მიზანშეწონილია კონსტიტუციური გარანტიების დანერგვა ბავშვთა უფლებების აღიარებისა და დაცვისათვის,”- წერია ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტში, რომელიც ნეტგაზეთს წყარომ მიაწოდა.

კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტში, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით ჩანაწერი 30-ე მუხლში შემდეგი ფორმულირებით არის – “დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.

არასამთავრობო ორგანიზაციები, სხვა მოწყვლადი ჯგუფების გვერდით, კონსტიტუციით ბავშვთა უფლებების მყარ გარანტიებსაც მოითხოვდნენ.  14 მარტს გოგონათა, ქალთა, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე 28 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ საკონსტიტუციო კომისიას და პარლამენტს მოუწოდა, რომ შეექმნათ კონსტიტუციური გარანტიები მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვისთვის.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი