ახალი ამბები

გიორგი ტუღუში: უცხოელები ქართულ მიწას მოგლიჯავენ და სხვაგან გადაიტანენ?

8 ივნისი, 2017 • 10524
გიორგი ტუღუში: უცხოელები ქართულ მიწას მოგლიჯავენ და სხვაგან გადაიტანენ?

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ტუღუშის აზრით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებითვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვის აკრძალვა რუსულ ნარატივთან არის დაკავშირებული.

“ოჯახის დეფინიცია, ჩვენი მიწა… ეს არის გარკვეული ჯგუფების თემა და პირდაპირ დაკავშირებულია რუსულ ნარატივთან. ამ აკრძალვას ნეგატიური ეფექტი ექნება.  ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენი მიწა მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ ისინი საუბრობენ იმის შესახებ, რომ ეს აკრძალვა კარგი იქნება. დაასახელონ ერთი ფაქტი, როგორ შეიძლება ვინმემ ჩვენი მიწა სადმე წაიღოს. რას იზამენ, მოგლიჯავენ და სხვაგან გადაიტანენ?” – ამბობს გიორგი ტუღუში.

მისი თქმით, ქართული მიწის მთავარი პრობლემა ოკუპაციაა:

“ოკუპანტებსაც ვერსად მიაქვთ ეს მიწა და ადრე თუ გვიან დააბრუნებენ. ჩვენ ხელისუფლება ვერ გვისაბუთებს, თუ რატომ უნდა აიკრძალოს უცხოელებისთვის მიწის ყიდვა. ისინი ამბობენ, რომ დიდი ეკონომიკური ეფექტი არ ექნება, რომ ამ აკრძალვას ხალხი ითხოვს. ეს არის არასწორი. თვითონაც არ იციან, რა რისკებს აზღვევენ.”

პარლამენტს, პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო გუნდს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად ერთსულოვნად გადაწყდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება კონსტიტუციით აიკრძალება. ამის შესახებ დღეს, 8 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ეკა ბესელიას განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების ყიდვაზე პარლამენტი მორატორიუმს გამოაცხადებს. დეპუტატის განმარტებით, მორატორიუმი კონსტიტუციური აკრძალვის ძალაში შესვლამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი