ახალი ამბები

რ2-ის საინფორმაციოს უფროსის თანამდებობაზე გიორგი ლაფერაშვილს ნოდარ მელაძე შეცვლის

8 ივნისი, 2017 • 8697
რ2-ის საინფორმაციოს უფროსის თანამდებობაზე გიორგი ლაფერაშვილს ნოდარ მელაძე შეცვლის

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინორმაციო სამსახურს გიორგი ლაფერაშვილი აღარ უხელმძღვანელებს, რადგან მის თანამდებობაზე ჟურნალისტი ნოდარ მელაძე დანიშნეს. მიუხედავად ამისა, როგორც ლაფერაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, ის აგრძელებს რუსთავი 2-ში მუშაობას.

გიორგი ლაფერაშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. ჯერჯერობით არ ვიცით, რატომ გადაწყვიტეს სამაუწყებლო კომპანიის ხელმძვანელებმა მისი შეცვლა ნოდარ მელაძით.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ფინანსური კრიზისის გამო ტელეკომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, თუ სექტემბრამდე ამ კრიზისს ვერ მოაგვარებს, არხს დატოვებს.

გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, ზაალ უდუმაშვილმა შესაძლოა ტელეკომპანია უახლოეს დღეებში დატოვოს, რადგან, დიდი ალბათობით, ნაციონალური მოძრაობის სახელით ან დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს თბილისის მერის არჩევნებში.

გიორგი ლაფერაშვილი, ზაალ უდუმაშვილი, ნოდარ მელაძე. ფოტოკოლაჟი: რუსთავი 2

მასალების გადაბეჭდვის წესი