ახალი ამბები

საქართველოში დაახლოებით 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

7 ივნისი, 2017 • 4804
საქართველოში დაახლოებით 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, სიღნაღში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იყო ბოდბე, თუმცა მისი არეალი თბილისსაც გასცდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ მიუხედავად საკმაო სიმძლავრისა, მიწისძვრას საქართველოში ნგრევა არ მოჰყოლია.

“საკმაოდ მაღალი სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა და არსებობდა საშიშროება, რომ მოჰყოლოდა ამას ნგრევა, მაგრამ, საბედნიეროდ, სიტუაცია სტაბილურია,” – განუცხადეს ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი