ახალი ამბები

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივლა

6 ივნისი, 2017 • 3579
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივლა

საზოგადოებრივმა მაუწყებლელმა   „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. მაუწყებლის განცხადებით, ისინი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.  მათივე ცნობით,   სარჩელი საქალაქო სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო.

საზოგადოებრივი მაუწყებელი „რუსთავი 2“-ისგან ითხოვს ძირითადი ფულადი დავალიანების გადახდას შემდეგი ოდენობით:

13 575, 47 აშშ დოლარი (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში); 100 ლარი; 12 828, 68 ევრო (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში); 141 087, 50 შვეიცარიული ფრანკი (გადახდის დღეს არსებული შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში).

“აღნიშნული დავალიანება „რუსთავი 2“-ს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ წარმოეშვა მხარეთა შორის გაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულებების საფუძველზე, რაც აღიარებულია „რუსთავის 2“-ის მიერ,” – აღნიშნულია მაუწყებლის განცხადებაში.

ძირითადი დავალიანების გარდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს, „რუსთავის 2“-ს ასევე დაეკისროს პირგასამტეხლო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი