ახალი ამბები

იუსტიციის საბჭოს წევრობის კონკურსის მომდევნო ეტაპზე 33 კანდიდატი გადავიდა

6 ივნისი, 2017 • 4747
იუსტიციის საბჭოს წევრობის კონკურსის მომდევნო ეტაპზე 33 კანდიდატი გადავიდა

6 ივნისს იურიდიულმა კომიტეტმა ფარული კენჭისყრა ჩაატარა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის 4 ვაკანტურ პოზიციასთან დაკავშირებით. კენჭისყრის შედეგად 34 კანდიდატიდან მხოლოდ ერთმა ვერ მიიღო უმრავლესობის მხარდაჭერა.

იურიდიული კომიტეტი ამ სიას პარლამენტის ბიურო წარუდგენს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი პლენარულ სესიაზე, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში მიიღებს.

პარლამენტის მიერ არჩეული ახალი წევრები ჩაანაცვლებენ საბჭოში პარლამენტის მიერ დანიშნულ 4 წევრს: ევა გოცირიძეს, კახა სოფრომაძეს, გოჩა მამულაშვილს და ვახტანგ თორდიას. ამ ოთხ წევრს უფლებამოსილების ვადა 14 ივნისს გასდით.

კენჭისყრაში მონაწილეობა კომიტეტის წევრმა 14-მა დეპუტატმა მიიღო. თითეული კანდიდიატის შემთხვევაში დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად კი 8 ხმა იყო საჭირო.

ერთადერთი კანდიდატი, ვინც 8 ხმა ვერ მოაგროვა, ლევან ჯოხაძე იყო.

  1. იგორ კოპალიანი – 9 ხმა
  2. ვალერიან გავაშელი – 11 ხმა
  3. ლევან გზირიშვილი – 9 ხმა
  4. ქეთევან ბექაური – 11 ხმა
  5. ლევან ბერიძე – 9 ხმა
  6. ირმა გელაშვილი – 10 ხმა
  7. მაგული ლიპარტელიანი – 9 ხმა
  8. რაჟდენ კუპრაშვილი – 11 ხმა
  9. სულხან ონიანი – 9 ხმა
  10. შალვა ქურდაძე – 10 ხმა
  11. იოსებ ვარძელაშვილი – 8 ხმა
  12. ნოდარ პაპუკაშვილი – 9 ხმა
  13. თეა ჯუღელი – 8 ხმა
  14. ლალი გზირიშვილი – 9 ხმა
  15. პაატა ტურავა – 9 ხმა
  16. ირაკლი დვალიძე – 12 ხმა
  17. მარინე კვაჭაძე – 10 ხმა
  18. ნინო ნიშნიანიძე – 9
  19. ამირან ზენაიშვილი – 10 ხმა
  20. ალექსანდრე ჩხიტური – 9 ხმა
  21. ინგა ბერიძე – 10 ხმა
  22. თამაზ კაპანაძე – 9 ხმა
  23. ირაკლი ჩხარტიშვილი – 9 ხმა
  24. მაია ივანიძე – 10 ხმა
  25. ნაზიბროლა ჯანეზაშვილი – 10 ხმა
  26. ზაზა ხარბავა – 8 ხმა
  27. კახა წიქარიშვილი – 12 ხმა
  28. დიმიტრი ხაჩიძე – 11 ხმა
  29. გრიგოლ გაგნიძე – 8 ხმა
  30. ავთანდილ კახნიაშვილი – 9 ხმა
  31. ბესიკ სისვაძე – 9 ხმა
  32. ავთანდილ აბაშიძე – 9 ხმა
  33. ზურაბ აზნაურაშვილი – 11 ხმა

მასალების გადაბეჭდვის წესი