ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის 4 ვაკანსიაზე 34 კანდიდატი დარეგისტრირდა

6 ივნისი, 2017 • 5883
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის 4 ვაკანსიაზე 34 კანდიდატი დარეგისტრირდა

დღეს, 6 ივნისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ წევრებს უსმენს. პარლამენტმა საბჭოს 4 წევრი უნდა დანიშნოს, არჩევანი კი 34 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს.

პარლამენტის მიერ არჩეული ახალი წევრები ჩაანაცვლებენ საბჭოში პარლამენტის მიერ დანიშნულ 4 წევრს: ევა გოცირიძეს, კახა სოფრომაძეს, გოჩა მამულაშვილს და ვახტანგ თორდიას. ამ ოთხ წევრს უფლებამოსილების ვადა 14 ივნისს გასდით.

“წარმოდგენილი არის 34 კანდიდატი. ასეთი მაღალი აქტივობა არ ყოფილა არც ერთ კონკურსზე, რაც მე მახსოვს, და ყველაზე მაღალი ინტერესია ამ კონკურსის მიმართ,”- განაცხადა ეკა ბესელიამ კომიტეტის სხდომის დაწყების წინ.

ეკა ბესელიას განცხადებით, თითოეულ კანდიდატს გამოსვლისთვის 5 წუთი მიეცემა, თუმცა კომიტეტის წევრები კანდიდატებს კითხვებს არ დაუსვამენ.

“ყველას წინასწარ ბოდიშს მოვუხდი, რომ ჩვენ ვერ შევძელბთ დღეს კითხვების დასმას კანდიდატებთან იმიტომ, რომ ეს იქნება ფიზიკურად შეუძებელი დროის თვალსაზრისით,”- განაცხადა ეკა ბესელიამ.

კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად კომიტეტში ფარული კენჭისყრა ჩატარდა. საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

კანდიდატები არიან:

  1. ირაკლი დვალიძე
  2. იგორ კოპალიანი
  3. ვალერიან გავაშელი
  4. ლევან გზირიშვილი
  5. ქეთევან ბექაური
  6. ლევან ბერიძე
  7. ლევან ჯოხაძე
  8. ირმა გელაშვილი
  9. მაგული ლიპარტელიანი
  10. რაჟდენ კუპრაშვილი
  11. სულხან ონიანი
  12. შალვა ქურდაძე
  13. იოსებ ვარძელაშვილი
  14. ნოდარ პაპუკაშვილი
  15. თეა ჯუღელი
  16. ლალი გზირიშვილი
  17. პაატა ტურავა
  18. მარინე კვაჭაძე
  19. ნინო ნიშნიანიძე
  20. ამირან ზენაიშვილი
  21. ალექსანდრე ჩხიტური
  22. ინგა ბერიძე
  23. თამაზ კაპანაძე
  24. ირაკლი ჩხარტიშვილი
  25. მაია ივანიძე
  26. ნაზიბროლა ჯანეზაშვილი
  27. ზაზა ხარებავა
  28. კახა წიქარიშვილი
  29. დიმიტრი ხაჩიძე
  30. გრიგოლ გაგნიძე
  31. ავთანდილ კახნიაშვილი
  32. ბესიკ სისვაძე
  33. ავთადილ აბაშიძე
  34. ზურაბ აზნაურაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი