ახალი ამბები

თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე შემცირდება – კანონპროექტი ბიურომ დაარეგისტრირა

5 ივნისი, 2017 • 2243
თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე შემცირდება – კანონპროექტი ბიურომ დაარეგისტრირა

დღეს, 5 ივნისს, პარლამენტის ბიურომ დაარეგისტრირა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება.

“ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი – თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს შეუნარჩუნდება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ცვლილებების შეტანას 20 კანონში ითვალისწინებს და მისი ავტორი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.

მასალების გადაბეჭდვის წესი