ახალი ამბები

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დანიშნა 12 სასამართლოს თავმჯდომარე

5 ივნისი, 2017 • 3442
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ერთხმად დანიშნა 12 სასამართლოს თავმჯდომარე

დღეს, 5 ივნისს,  იუსტიიციის უმაღლესმა საბჭომ 12 სასამართლოს თავმჯდომარე ერთხმად დანიშნა. კენჭისყრას არ დასწრებიან საბჭოს არამოსამართლე წევრები, გოჩა მამულაშვილი და ვახტანგ მჭედლიშვილი. შესაბამისად, თითოეული მოსამართლე 13 ხმით დაინიშნა.

გაწერილი წესი, თუ რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს სასამამართლოს თავმჯდომარე, არ არსებობს.

სხდომის დაწყებისას საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ დღეს კენჭი ეყრებოდა 17 სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა, დღეს მხოლოდ 12 თავმჯდომარე დანიშნეს.

დანიშნულთაგან არც ერთ კანდიდატს სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურენტი არ ჰყოლია.

სასამართლოში 5 წლის ვადით დანიშნული თავმჯდომარეები არიან:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო – დიმიტრი გვრიტიშვილი

ქუთაისის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა – გოჩა აბუსერიძე

ბოლნისის რაინული სასამართლო – თეა ლომიძე

გორის რაიონული სასამართლო – ნიკოლოზ მარსაგიშვილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო – ნატრული აკობია

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო – ვლადიმერ ხუჭუა

რუსთავის საქალაქო სასამართლო – მამია ფხაკაძე 

სამტრედიის რაიონული სასამართლო – ლევან მეშველიანი

საჩხერის რაიონული სასამართლო – ივანე ყიფიანი

ფოთის საქალაქო სასამართლო – თეიმურაზ სიხარულიძე

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო – ხვიჩა კიკილაშვილი

ვიდრე მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრიდნენ, საბჭომ გასაუბრება ჩაუტარა. თუმცა კანდიდატებისთვის კრიტიკული კითხვები არ დაუსვამთ. მათ ძირითადად ეკითხებოდნენ, თუ რას ფიქრობდნენ სასამართლოს თავმჯდომარეები თავად ამ სასამართლოების მოსამართლეების მიერ არჩევის პერსპექტივაზე და დაუჭერდნენ თუ არა მხარს მოსამართლეები. ასევე ეკითხებოდნენ, შეძლებდა თუ არა სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეებზე ზეწოლის მოხდენას.

საბჭოს მოქმედი შემადგენლობის 8 წევრს უფლებამოსილების ვადა რამდენიმე დღეში გასდის. საიას იურისტი, ეკა ციმაკურიძე ამბობს, რომა რარსებული პროცედურების პირობებში სასამართლოების თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებლების  ხუთწლიანი ვადით გადანიშვნა კითხვებს აჩენს.

“ფაქტობროვად, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ არაფერი არ არის კანონით დადგენილი გარდა იმისა, რომ საბჭო ნიშნავს თავმჯდომარეებს, არ არის დადგენილი კრიტერიუმებიც, ვინ შეიძლება დაინიშნოს სასამარლოს თავმჯდომარედ… ძალიან ბევრ კითხვას აჩენს ის, რომ წლიწადზე მეტია, არაერთი სასამართლოს თავმჯდომარე არის დანიშნული მოვალეობის შემსრულებლად და მთელი ამ ხნის განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უმსჯელია სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნაზე. ახლა, როდესაც მათ რამდენიმე დღეში ეწურებათ უფლებამოსილების ვადა, ისინი ცდილობენ, რომ სასწრაფოდ, არარსებული პროცედურების პირობებში, დანიშნონ ხუთწლიანი ვადით,”- განაცხადა ეკა ციმაკურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი