ახალი ამბები

აზერბაიჯანელ აქტივისტზე თავდასხმის მცდელობის გამო შსს მოკლევას აწარმოებს

5 ივნისი, 2017 • 2048
აზერბაიჯანელ აქტივისტზე თავდასხმის მცდელობის გამო შსს მოკლევას აწარმოებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აზერბაიჯანელ აქტივისტ ვიდადი ისკანდერლიზე თავდასხმის მცდელობის ფაქტზე მოკვლევას აწარმოებენ.

შსს-ს განმარტებით, მათ გამოკითხეს ვიდადი ისკანდელი. გაირკვა, რომ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია და დამატებითი გარემოებების დადგენის მიზნით აწარმოებენ მოკვლევას.

თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი აქტივისტის, ვიდადი ისკანდერლის განცხადებით, 3 ივნისს მასზე თავდასხმა სცადეს. ისკანდერლიმ ნეტგაზეთს უამბო, რომ დაახლოებით 16:30 საათზე სახლიდან გამოვიდა და კიბეზე რომ ჩადიოდა, იქ ორი ადამიანი ელოდებოდა.

ისკანდერლის თქმით, ერთ-ერთი იცნო, იგი აზერბაიჯანელია და თებერვალშიც დაესხა თავს. ამიტომ სახლისკენ გაიქცა და დადევნების მიუხედავად სახლში შეასწრო. თავდამსხმელებმა მიაძახეს, რომ გაანადგურებდნენ.

ისკანდელი ამბობს, რომ პოლიციას გამოუძახა, თუმცა შეუძლოდ გახდა და ამის გამო ხვალ, 5 ივნისს, დაიბარეს გამოკითხვისთვის.

29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოში აღმოჩნდა დაპატიმრებული. მუხთარლი ამბობს, რომ ის საქართველოდან კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულ პირებმა გაიტაცეს, რომლებიც ქართულად საუბრობდნენ, ხოლო შემდეგ გადასცეს აზერბაიჯანელებს.

მუხთარლი სამი მუხლითაა დაპატიმრებული – საზღვრის უკანონო კვეთა, კონტრაბანდის გადატანა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მუხთარლის თბილისიდან გატაცებას აპროტესტებენ თბილისში ჟურნალისტები, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. საპროტესტო აქციებში თბილისში აქტიურად მონაწილეობს ისკანდერლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი