ახალი ამბები

სამინისტრო: ლონდონში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

4 ივნისი, 2017 • 2018
სამინისტრო: ლონდონში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანული მხარე 3 ივნისს, ლონდონში მომხდარი ტერაქტის დროს, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

„ქ. ლონდონში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +44 7872 064830.

ასევე 24- საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

ლონდონის პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ შემდეგ ტერიტორიებზე გადაადგილებისაგან: London Bridge, Borough Market.“ – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

3 ივნისს სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა ლონდონში თავდასხმის შედეგად, ხოლო 30 -ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოებშია მოთავსებული.

Reuters-ის ცნობით,  პოლიციამ სამი თავდამსხმელი მოკლა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი