ახალი ამბები

საქართველოს პრემიერის სამძიმარი ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო

4 ივნისი, 2017 • 1956
საქართველოს პრემიერის სამძიმარი ლონდონში მომხდარი ტერაქტის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში თავდასხმის შედეგად დაღუპულ  ოჯახებს უსამძიმრებს.

„ძალიან ვწუხვარ ლონდონში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების გამო, რომლებსაც კვლავ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები – დაღუპულია 6 და დაშავებულია ათობით ადამიანი. თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებს, ბრიტანელ ხალხსა და მთავრობას. ამ მძიმე წუთებში ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ“ – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

3 ივნისს სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა ლონდონში თავდასხმის შედეგად, ხოლო 30 -ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოებშია მოთავსებული.

Reuters-ის ცნობით,  პოლიციამ სამი თავდამსხმელი მოკლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი