ახალი ამბები

ლონდონში მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებში შევარდა – დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი

4 ივნისი, 2017 • 2841
ლონდონში მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებში შევარდა – დაღუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი

ლონდონის ხიდზე ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:00 საათზე მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებში შევარდა. როგორც, BBC პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ინციდენტს ერთზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლონდონის ხიდიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა ევაკუაცია დაიწყეს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის შეიარაღებული დანაყოფები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაიკეტა მიმდებარე მეტროსადგურები.

პარალელურად, პოლიცია ლონდონში, ორ სხვა ადგილზე მომხდარ ინციდენტზე ავრცელებს ინფორმაციას. ლონდონის ხიდის გარდა შეიარაღებული თავდასხმა მოხდა Borough Market-ის მიმდებარე ტერიტორიაზეც, საუბარია დანით თავდასხმაზე. პოლიცია მობილიზებულია  Vauxhall-ის მიდებარე ტერიოტრიაზეც, თუმცა დამატებითი ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ბრიტანული მედიის ცნობით, პოლიცია სამ თავდამსხმელს ეძებს.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა. ტერეზა მეიმ ინციდენტს საზარელი უწოდა და განაცხადა, რომ განიხილება ტერორისტული თავდასხმის ვერსიაც.

ვიდეოზე ჩანს, როგორ მოუწოდებს პოლიცია შემთხვევის ადგილთან ახლოს მდრებარე ბარში მყოდ ადამიანებს, იატაკზე დაწვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი