ახალი ამბები

ანონსი, 3 ივნისი

2 ივნისი, 2017 • 2143
ანონსი, 3 ივნისი

გთავაზობთ შაბათს, 3 ივნისს გასამართი ღონისძიებების ანონსს:

 

09:30  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“. კონფერენციის პირველი დღე დაეთმობა სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასების ძირითადი მიგნებების პრეზენტაციას (მოსწავლეთა მიღწევები და განათლების პოლიტიკა). კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოსა“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ასევეგანათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები. მისამართი: სასტუმრო „მილენიუმ ბილტმორი“, თბილისი, რუსთაველის გამზირი N 29.


 

10:00  სასტუმრო ,,რედისონში” აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი გახსნის „ამერიკის მთავრობის პროგრამების კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპული ქსელის“ (ENAM) მე-10  ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: ,,ევროპა ახალი გამოწვევების წინაშე“ (Brave New Europe).


11:00  “ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში (ორთაჭალა, გულიას ) ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრიფინგი გაიმართება. თემა – ინფლაცია


11:00  “ხალხის პარტიის” ახალგაზრდული ფრთა თბილისში პარლამენტის  შენობის მთავარ შესასვლელთან აქცია-პერფომანსს გამართავს, ლოზუნგით “კონსტიტუცია პალტო არ არის”


12:00 „ახალ ტფილისში“ გაიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო გამოფენა-ფესტივალი „პატარა ხელებით“.  ღონისძიების ფარგლებში,  დაგეგმილია საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შოუ-კონცერტი, პანტომიმის თეატრის წარმოდგენები და სხვადასხვა სახალისო აქტივობა.  ღონისძიებას დაესწრება თბილისის მერი დავით ნარმანია, სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები. მისამართი: ახალი ტფილისი (აღმაშენებლის გამზირის საფეხმავლო ნაწილი)


15.00 მწერალთა სახლის ბაღში   საზეიმოდ გაიხსნება   ბერძენი მოქანდაკის, თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულ გელა კესიდის ქანდაკება “პოეზია”, რომელიც მან  საქართველოსადმი მადლიერების ნიშნად მწერალთა სახლს საჩუქრად გადასცა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი