ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა ცნობილია

1 ივნისი, 2017 • 2923
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის შესარჩევი კომისიის შემადგენლობა ცნობილია

90 ხმით 1-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის – მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს, რომელიც პარლამენტის წევრებს ირაკლი კობახიძემ გააცნო.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან:

სოსო გალუმაშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი. პიარ-სააგენტო „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარ-სკოლის დამფუძნებელი და ლექტორი.

თინათინ თვალაძე – ბლოგერი.

ზურაბ მხეიძე – ფსიქოლოგი.

თინათინ რუხაძე – მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი.

არნოლდ სტეფანიანი – არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე.

ოთარ ტატიშვილი – ექიმი და ტელეწამყვანი, ფოცხიშვილი ბასა-რეჟისორი, „სტუდია 1 2 3“-ის დამფუძნებელი.

მარინე შიდაშვილი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.

თამაზ ჯოლოგუა -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათაფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი