ახალი ამბები

გერმანიის ელჩი: მუხთარლის საქმემ შეშფოთება გამოიწვია ჩვენს ქვეყნებში

1 ივნისი, 2017 • 2991
გერმანიის ელჩი: მუხთარლის საქმემ შეშფოთება გამოიწვია ჩვენს ქვეყნებში

გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰაიკე რენატე პაიჩი აცხადებს, რომ აფგან მუხთარლის საქმემ შეშფოთება გამოიწვია როგორც ქართულ საზოგადოებაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დიპლომატიური კორპუსი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს გამოძიება და დაადგინოს, რა მოხდა.

ქართული საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლებისა და საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის შეხედრის შემდეგ მუხთარლის საქმის შესახებ გერმანიის საგანგებო და სრულფასოვანმა ელჩმა რუსთავი 2–თან ისაუბრა.

“აფგან მუხთარლის საქმემ გარკვეული შეშფოთება გამოიწვია როგორც ქართლ სააზოგადოებაში, ასევე ჩვენს ქვეყნებში. ვაფასებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გამოიჩინა ინიციატივა და დაგვპატიჟა დიპლომატიური კორპუსი, გაგვაცნო მიმდინარე გამოძება. რა თქმა უნდა, შედეგებს ჯერ არ ვერით და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ გააგრძელოს გამოძიება და დაადგინოს, რეალურად რა მოხდა,” – ამბობს ჰაიკე რენატე პაიჩი.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში, საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ორგანიზებულ აქციებზე აფგან მუხთარლის ცოლს, ლეილა მუსტაფაევას თან ჰქონდა თავისი ქმრის პასპორტი. იგი სვამდა კითხვას, რატომ ეცდებოდა მისი მუხთარლი სხვა ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას ისე, რომ თან არ ექნებოდა საკუთარი პასპორტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი