ახალი ამბები

აშშ-ის სავიზო აპლიკაციის ფორმა გამკაცრდა

1 ივნისი, 2017 • 3442
აშშ-ის სავიზო აპლიკაციის ფორმა გამკაცრდა

“როიტერის” ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის ვიზის აპლიკაციას დამატებითი კითხვარი დაამატა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყანას ეხება. დამატებითი კითხვარი ბოლო 5 წლის მანძილზე აპლიკანტის სოციალურ ქსელების მისამართებით და ბოლო 15 წლის ბიოგრაფიულ მონაცემებით ინტერესდება.

როიტერის ცნობით, ახალი კითხვარი 23 მაისს დამტკიცდა, თუმცა განხილვის პერიოდში ამ ინიციტივას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საგანმანათლებლო და აკადემიური წრის წარმომადგენლებისგან. მათი განცხადებით, ეს პროცედურები საერთაშორისო სტუდენტებისთვის და მეცნიერებისთვის სავიზო პროცედურებს გაახანგრძლივებს.

ახალი პროცედურების თანახმად, კონსულს შეუძლია მანამდე თქვენს მფლობელობაში არსებული პასპორტის ნომრები მოგთხოვოთ, ასევე, ბოლო 5 წლის მანძილზე არსებული სოციალური ქსელის მისამართები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, ტელეფონის ნომრები და ბოლო 15 წლის მონაცემები, მათ შორის მოგზაურობის ისტორია, სამსახურის შესახებ ინფორაცია და სხვა.

შესაბამისი პირები აღნიშნულ დამატებით ინფორმაციას იმ შემთხვევაში მოითხოვენ, თუ ეს “აუცილებელია პიროვნების დადასტურების ან ეროვნული უსაფრთხოების უფრო მკაცრი შემოწმების გასატარებლად”- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ახალი წესები 6 თვის ვადითაა დამტკიცებული. “როიტერის” ცნობით, ასეთი წესები, როგორც წესი, 3 წლის ვადით მტკიცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი