ახალი ამბები

კვირიკაშვილი: თვითმმართველობის რეფორმა ცოცხალი ორგანიზმია და კორექტირებები სჭირდება

1 ივნისი, 2017 • 1919
კვირიკაშვილი: თვითმმართველობის რეფორმა ცოცხალი ორგანიზმია და კორექტირებები სჭირდება

დღეს, 1 ივნისს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებაზე იმსჯელებენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომლებიც ხელს უშლის თვითმმართველობის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენას.

პრემიერ-მინისტრის თქმით, თვითმმართველობის რეფორმა არის დინამიკური, ცოცხალი ორგანიზმი და მას კორექტირებები სჭირდება:

“ვინაიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომლებიც ხელს უშლის თვითმმართველობის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენას და ჭეშმარიტი თვითმმართველობის განვითარებას საქართველოში. ეს გახლავთ 14 მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული პრობლემა და ჩვენ დღევანდელი ცვლილებით 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობას ვამცირებთ 7-მდე, რაც არამცდაარამც არ ნიშნავს ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში და ეს მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთანებდა, როდესაც ჩვენ ქალაქის და რაიონის მუნიციპალიტეტებს გავაერთიანებთ, ავტომატურად დაჯამდება ის ბიუჯეტი, რომელიც არსბეობდა ამ რაიონში თუ ქალაქში და არავითარ შემთხვევაში არ მოაკლდება არც ერთი თეთრი ამ ბიუჯეტს. ”

კვირიკაშვილის თქმით, გაუქმების მეორე მიზეზი ის არის, რომ ამ რაიონებში იყო ორხელისუფლებიანობა, იყო უამრავი პრობლემა აღსრულების ეფექტურობისა და ფუნქციების გაორების კუთხით, დუბლირება ხდებოდა მთელ რიგ შემთხვევებში.

“საქართველოში თვითმმართვლეობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე, ამას წინ არაფერი არ უდგას, და სპეკულაციებს, რომლებსაც ჩვენ ვისმენდით მთელი ამ დღეების გნამავლობაში, არანაირი საფუძველი არ გააჩნია. მეტიც, ჩვენ დღევანდელ ცვლილებებში გვაქვს გათვალისწინებული ის, რომ ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმსასრუელებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებს მერის სამსახურის უფროსებს და ამითი თავიდან იქნება აცილებული ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. ამ გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი, რაც უზრუნველყოფს საკითხების უფრო სრულფასოვან და კვალიფიციურ განხილვას.”

მისივე განმარტებით, საკრებულოოებს მიეცემათ დემოკრატიული კონტროლის განხორციელების რეალური ბერკეტები.

“უპირველეს ყოვლისა, ამ გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში იქნება მუნიციპლალიტეტის მერის თანამდებობა და მერი წარუდგენს საკრებულოებს მისი მოადგილეების, სამსახურების უფროსების კანდიდატურებს. და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დაინიშნებიან პიროვნებები აღნიშნულ თანამდებობებზე. აქვე, მეორე პაკეტით, მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება აიპიების ოპიტიმაზაციის მექანიზმი და მათი შექმნა მოხდება ინ პრინციპით, რომ ერთ სფეროში იქნება სამეწარმეო იურიდიული პირი იმისათვის, რომ ამ მიმართულებითაც თავიდან ავიცილოთ ფუნქციების დუბლირება.”

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ყველა დასახლებაში გათვალისწინებულია ტერიოტორიული ორგანოების შექმნა, რომლებიც კონკრეტული დასახლების საჭიროებებსა და მოთხოვნებს პირდაპირ მიიტანენ მუნიციპალიტეტის მერამდე.

“ეს უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობას ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე, ფინანსთა სამინსიტრო მუშაობს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შედგენის დროს ნორმატიული წესების შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებს ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას. ეს სამუშაო მომდინარეობს ინფრასტურქტურის სამინისტროსთან ერთად და ბიუჯეტირების პროცესშივე იქნება მაქსიმალურად გათვალისწინებული ქვევიდან ზევით მიმდინარე პროცესი. პრიორიტეტები განისაზღვრება და ამ პრიორიტეტების მიხედვით განაწილდება არსებელი რესურსები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტირების დროს.”

კანონი ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ თვითმმართველობის კოდექსში შესაძლოა ცვლილება შევიდეს, რის მიხედვითაც თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან ხუთამდე შემცირდება; თვითმმართველი ერთეულის სტატუსს დაკარგავს ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთა და ამბროლაური.

125–ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების არგუმენტებს 5 კონტრარგუმენტით პასუხობს. მათი განცხადებით, სამინისტროს არგუმენტები უზუსტობებს შეიცავს. ისინი აცხადებენ, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით შემცირდება რეგიონებში დემოკრატიის ხარისხი. ვრცლად NGO-ების შეფასება და შენიშვნები იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი