ახალი ამბები

ანონსი – 1 ივნისი

31 მაისი, 2017 • 2068
ანონსი – 1 ივნისი

10:00 –  თბილისის 35-ე საჯარო სკოლაში, საქართველოს ვიცე პრემიერი,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სპორტული ფედერაციებისწარმომადგენლები,  სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პროექტის ფარგლებში,მოსწავლეთა სპორტულ ღონისძიებებს დაესრებიან და პროექტის მიმდინარეობას შეაჯამებენ.

10:30 – სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სახალხო დამცველი გამართავს „უსაფრთხო სათამაშოების“ შესახებ კამპანიის პრეზენტაციას.

11:00 – სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სახალხო დამცველი ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალურ ანგარიშს წარმოადგენს.

11:00 – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.

12:00 – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

13:00 –  ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან (შუშის სასახლე) ზაზა ხატიაშვილი გამართავს საპროტესტო აქციას, ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი