ახალი ამბები

აფგან მუხთარლის დაპატიმრება თბილისში აზერბაიჯანის საელჩოსთანაც გააპროტესტეს

31 მაისი, 2017 • 2274
აფგან მუხთარლის დაპატიმრება თბილისში აზერბაიჯანის საელჩოსთანაც გააპროტესტეს

აზერბაიჯანში ამჟამად თბილისიდან “გაუჩინარებული” და ბაქოში დაკავებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც გადაწყდება, შეუფარდებენ თუ არა დაკავებულს თავისუფლების აღკვეთას. სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან მუხთარლის მხარდასაჭერი მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა.

აქციაზე შეკრებილებმა თანადგომა გამოუცხადეს დაკავებულ ჟურნალისტს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან 31.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან 31.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქციაზე პოლიციის ეკიპაჟებიც მივიდნენ და აქციის მიმდინაორებას აკვირდებოდნენ 31.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქციაზე პოლიციის ეკიპაჟებიც მივიდნენ და აქციის მიმდინაორებას აკვირდებოდნენ 31.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო კახიშვილი

დღეს დილით აზერბაიჯანელი ჟურალისტის გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთანაც გაიმართა. აქციიაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი