ახალი ამბებირეკლამა

ინოვაციური სერვისები და პროდუქტები ბიზნესისთვის

30 მაისი, 2017 • 1534
ინოვაციური სერვისები და პროდუქტები ბიზნესისთვის

თიბისი ბანკი ინოვაციურ სიახლეებს ნერგავს, რაც ბიზნესებს ხელს შეუწყობს საქმიანობის უკეთ წარმართვაში. დღეიდან, თიბისიში იურიდიული პირისთვის ანგარიშის გახსნა და კლიენტად რეგისტრაცია დისტანციურად, ბანკში მისვლის გარეშე არის შესაძლებელი. 


 

ანგარიშის ონლაინ გახსნა და კლიენტად რეგისტრაცია ინოვაციური სერვისია,  რომელსაც რეგიონში ანალოგი არა აქვს. პროცედურა მარტივია და მხოლოდ რამდენიმე წუთს მოითხოვს.  ვებგვერდზე www.tbcbank.com.ge მომხმარებელი ავსებს მოთხოვნას და ონლაინ დიალოგის რეჟიმში  რამდენიმე შეკითხვაზე პასუხის შემდეგ,  პროცესი 5 წუთში სრულდება.  ანგარიშის გახსნასთან ერთად, კლიენტი ავტომატურად რეგისტრირდება ინტერნეტბანკზე და ერთვება SMS სერვისი. სურვილის შემთხვევაში, მას შეუძლია შეუკვეთოს ბიზნესბარათი. პროექტი ეროვნულ ბანკთან და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით მომზადდა.

ასევე, დაინერგა ანგარიშის დისტანციურად გახსნის სერვისიც იურიდიული პირებისთვის. ამ შემთხვევაში მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია სატელეფონო ცენტრში დარეკვით, განაცხადის შევსება ხდება სატელეფონო საუბრის დროს, ხოლო დოკუმენტების ადგილზე მიტანა მოხდება თიბისი ბანკის თანამშრომლის მიერ.

სრულიად განახლებულ ფორმატშია წარმოდგენილი ვებგვერდი  www.tbcbusiness.ge, რომელიც 2013 წლიდან ფუნქციონირებს და ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანებს მათთვის საჭირო, პრაქტიკულ ინსტრუმენტებს სთავაზობს. დაარსების დღიდან ვებგვერდს  მილიონზე მეტი უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. დღეიდან, მას საინტერესო სიახლეების მიმართულება ემატება, სადაც მუდმივად განთავსდება სტატიები, ბლოგები და ვიდეოები მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე საინტერესო სიახლეებისა და ტენდენციების შესახებ ბიზნესსა და ეკონომიკაში.

კიდევ ერთი ინოვაცია, რომელიც www.tbcbusiness.ge-ს დაემატა არის  „ბიზნესრუკა“.  პროექტი თიბისი ბანკმა შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელა. შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული აგრეგირებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა პროგრამა, რომელიც მსურველს შესაძლებლობას აძლევს სრულფასოვანი მოკვლევა განახორციელოს ბიზნესის სხვადასხვა სფეროზე.  ნებისმიერ დამწყებ თუ მოქმედ ბიზნესს შეუძლია გამოიკვლიოს რა ვითარებაა მისთვის საინტერესო ინდუსტრიაში კონკრეტული გეოგრაფიული ადგილების მიხედვით. ამას გარდა, მას შეუძლია საკუთარი კომპანიის საქმიანობა – შემოსავლები, ხარჯები, მოგება, თანამშრომელთა რაოდენობა თუ ხელფასები, შეადაროს ბიზნესის ანალოგიურ სფეროებს, როგორც ლოკალურად, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით.  გარდა ბიზნესებისა, პროგრამით სარგებლობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაც ხელმისაწვდომია, ვისაც სურს სრულფასოვანი კვლევა ჩაატაროს ეკონომიკისა და ბიზნესის ამა თუ იმ მიმართულებით. რესურსი გამოადგებათ, როგორც მკვლევარებს, ასევე ბიზნესანალიტიკოსებს და სტუდენტებს.  თიბისი ბანკი გააგრძელებს„ბიზნესრუკის“ განვითარებას და მას მუდმივად დაემატება ახალი მიმართულებები.

ამას გარდა, განახლებულ ვებგვერდზე www.tbcbusiness.ge კვლავ იქნება ხელმისაწვდომი პრაქტიკული, საგანმანათლებლო რესურსები, რომელიც გამოადგებათ, როგორც დამწყებ, ისე მოქმედ ბიზნესებს. მათ შეუძლიათ მოიძიონ კვალიფიციური ინფორმაცია ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიზნესის დაწყება და ბიზნესგეგმის შედგენა, ბიუჯეტირება, ფულადი სახსრების მართვა, ფინანსების მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, ხელშეკრულებების შედგენა, მარკეტინგი, გაყიდვები და ა.შ.

„თიბისი ბანკი აგრძელებს ციფრული სტრატეგიის განხორციელებას, რაც მომხმარებლებისთვის ინოვაციური სერვისების შეთავაზებით, მაქსიმალური კომფორტის შექმნას და დროის დაზოგვას ისახავს მიზნად. თიბისი ბანკის მიზანია იყოს საუკეთესო პარტნიორი ბიზნესებისთვის,“  – განაცხადა ნიკა ქურდიანმა, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ინოვაციური სერვისების და პროდუქტების პრეზენტაცია, რომელსაც  მთავრობის, ბიზნესსექტორის და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  თიბისი ბანკის სათაო ოფისში გაიმართა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი