ახალი ამბები

30 და 31 მაისს კახეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა 3 საათით აიკრძალება

29 მაისი, 2017 • 2521
30 და 31 მაისს კახეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა 3 საათით აიკრძალება

პოლიციელის პროფესიული დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებების გამო 30 და 31 მაისს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე – ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე“, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება:

30 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 მაისს, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, ღონისძიების დასრულებამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი