ახალი ამბები

შსს-მ ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

29 მაისი, 2017 • 1912
შსს-მ ბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით 1958 წელს დაბადებული რ.ჟ. და 1983 წელს დაბადებული ბ.ჯ. თბილისში, შარტავას ქუჩაზე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ჟ. და ბ.ჯ. ერთ-ერთ ბიზნესმენს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, 200 000 აშშ დოლარს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მანამდე დააკავეს, ვიდრე ბიზნესმენი მათ მოთხოვნილ თანხას გადასცემდა”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი