ახალი ამბები

‘სტუდია მაესტრომ’ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია იყიდა

29 მაისი, 2017 • 1852
‘სტუდია მაესტრომ’ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია იყიდა

“სტუდია მაესტრომ” აუქციონზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია  6 229 ლარად შეისყიდა, რომლითაც მომდევნო ათი წლის განმავლობაში ისარგებლებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „სტუდია მაესტროს“ განცხადების საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.

კომისიის განმარტებით, კომპანიას რადიოსიხშირული რესურსი პირდაპირი სატელევიზიო ჩართვების ორგანიზებისთვის, ასევე, სატელევიზიო ანძიდან სტუდიაში და სტუდიიდან სატელევიზიო ანძამდე სიგნალის გადასაცემად სჭირდება.

კომისიის ცნობით, რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი საფასური 5 932 ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, აუქციონის ბიჯი რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 5%-ს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე ანუ 297.00 ლარს შეადგენდა.

სტუდია მაესტროს მფლობელები არიან მამუკა ღლონტი (15%), ეკატერინე აკობია (5%), გიორგი გაჩეჩილაზე (55%) და ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია “მედია ფინანს გრუპ ბი.ვი” (25%).

მასალების გადაბეჭდვის წესი