ახალი ამბები

მეუფე პეტრე ქარჩავას ბრალდებაზე: არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ცილისმწამებლური კამპანიის უკან ილია II მოიაზრება

29 მაისი, 2017 • 3109
მეუფე პეტრე ქარჩავას ბრალდებაზე: არ მინდა დავიჯერო, რომ ამ ცილისმწამებლური კამპანიის უკან ილია II მოიაზრება

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ამბობს, რომ ედიშერ ქარჩავას მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ცილისწამებაა. როგორც მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, არ უდა დაიჯეროს, რომ ამ ცილისწამებლური კამპანიის უკან ილია მეორე მოიაზრება.

“ის [ედიშერ ქარჩავა] ახმოვანებს საპატრიარქოს არაფორმალური მმართველის, პატრიარქის მდივნის [შორენა თეთრუაშვილი] ხმას. მისი იურისტია. ღმერთმა დაიფაროს პატრიარქი [ასეთ დეზინფორმაციის], არავითარ შემთხვევაში არ მინდა დავიჯერო, რომ მსგავსი ცილისმწამებლური კამპანიის უკან საქართველოს პატრიარქი მოიზარებოდეს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

გადაცემის წამყვანის, დიანა ტრაპაიძის შეკითხვას, როგორი იქნება მისი შეფასება, თუ ილია მეორე საპატრიარქოს იურისტის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს არ გაემიჯნება, მიტროპოლიტი პეტრე პასუხობს:

“ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ ამ უსამართლობის უკან სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი მოიაზრება, რა თქმა უნდა, ესეც უნდა იცოდეს საზოგადოებამ”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

“მას [მიტროპოლიტ პეტრეს] სურვილი აქვს პატრიარქის მოკვდინების, მკვლელობის კი არა, მოკვდინების”, –  ეს განცხადება საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ გააკეთა ნეტგაზეთთან საუბარში.

ქარჩავა ამტკიცებს, რომ მიტროპოლიტ პეტრეს ილია მეორის დაღუპვის სურვილი აქვს და არსებობს შესაბამისი გეგმაც, რომლის მონაწილეებიც არიან პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი