ახალი ამბები

კაპანაძე: ნატოს დეკლარაციაში ხაზგასმულია მედიაპლურალიზმის მნიშვნელობა საქართველოსთვის

29 მაისი, 2017 • 1774
კაპანაძე: ნატოს დეკლარაციაში ხაზგასმულია მედიაპლურალიზმის მნიშვნელობა საქართველოსთვის

დღეს, 29 მაისს,  პარტიის “ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაციაში ხაზგასმულია მედიაპლურალიზმის მნიშვნელობა.

“აქ არის ძალიან მწვავე შეფასებები მოცემული ოკუპაციასთან დაკავშირებით და რუსეთთან მიმართებაში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. არის საკმაოდ სწორი შეფასებები ქვეყანაში არსებული დემოკრატიის კუთხით, ანუ საუბარია მედიაპლურალიზმის მნიშვნელობაზე, საუბარი არის ინსტიტუტების სიძლიერის მნიშვნელობაზე და საუბარია იმაზე, რომ უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, რომელიც არსებობს საზოგადოებაში”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

თბილისში გამართულმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს მიიღო საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც საქართველო ნატოს წევრი MAP-ის გავლით გახდება.

სრულად გაეცანით: დეკლარაციის სამუშაო ვერსია: საქართველო ნატოს წევრი MAP-ის გავლით გახდება

მასალების გადაბეჭდვის წესი