ახალი ამბები

თალაკვაძე: სავარაუდოდ, ნატოში საქართველოს მისაღებად MAP-ის გარდა სხვა გზებიც განიხილება

29 მაისი, 2017 • 1886
თალაკვაძე: სავარაუდოდ, ნატოში საქართველოს მისაღებად MAP-ის გარდა სხვა გზებიც განიხილება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მისი ინფორმაციით, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად “გაწევრიანების სამოქმედო გეგმის” (MAP) გარდა სხვა გზებსაც განიხილავენ:

“ვიცი, რომ გაინტერესებთ MAP-ის სახიკითხი და, რა თქმა უნდა, MAP არის ინსტრუმენტი გაწევრიანებისთვის. ეს არის აღიარებული ინსტრუმენტი, თუმცა საპარლამენტო ასამბლეაზე არაერთმა ავტორიტეტულმა გამომსვლელმა გააჟღერა თავისი პოზიცია, რომ საქართველოს განვითარების გათვალისწინებით, საქართველოს მზაობის გათვალისწინებით, შესაძლოა MAP იყოს ნატოში გაწევრიანების დროში გადადება. ამიტომ, ბუნერივია, პოლიტიკურ წრეებში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შიგნით, სავარაუდოდ, განიხლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ისეთი გზაც, რომლისთვისაც MAP არ იქნება აუცილებელი,” – ამბობს თალაკვაძე.

არჩილ თალაკვაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მხარდამჭერი იმ დოკუმენტის მიღების საკითხზეც, რაც დღეს მიიღეს, და განაცხადა, რომ ეს არის საქართველოს მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია დღეს თბილისში მხარდამჭერი დოკუმენტის მიღებით დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი