ახალი ამბები

ნატოს ასამბლეის დეკლარაციის სამუშაო ვერსიაში რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან

29 მაისი, 2017 • 1522
ნატოს ასამბლეის დეკლარაციის სამუშაო ვერსიაში რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან

თბილისში გამართულმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ შეიმუშავა რეზოლუციის სამუშაო ვერსია, რომლის მიხედვითაც, რუსეთს მოუწოდებენ,  შეწყვიტოს აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები საქართველოს მიმართ.

რეზოლუციის ტექსტში ვკითხულობთ, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

“უკან გაიხმოს მის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანო სამხედრო ძალები ამ ტერიტორიებიდან. შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და იმოქმედოს საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით”, – წერია დოკუმენტში.

რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში წერია, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს მისამართით, ხოლო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების შესვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი