ახალი ამბები

ომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების სია კვლავ ჩავარდეს

29 მაისი, 2017 • 4607
ომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების სია კვლავ ჩავარდეს

საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს კითხვები აქვს იმასთან დაკავშრებით, თუ რატომ ვერ მოხვდა სტრასბურგის სასასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაში მისი შეფასებით, მაღალი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატები, მაგალითად, ნინო ბაქაქური და კონსტანტინე კორკელია.

ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საუკეთესო ხუთეულში შევიდნენ: ლადო ჭანტურია (5 ქულა), სოფო ჯაფარიძე (4.69 ქულა), შოთა გეწაძე (3.85 ქულა), თამარ ალანია (3.77 ქულა), ირაკლი დონდოლაძე (3.69 ქულა). უჩა ნანუაშვილი ამბობს. რომ პირველ ორ კანდიდატთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ აქვს და ორივე მათგანს მანად “საკმაოდ მაღალი ქულები” მიანიჭა.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ კითხვის ნიშნები უჩნდება კომისიის ზოგიერთი წევრის ობიექტურობასთან დაკავშირებით, კერძოდ, მისივე თქმით, “შვიდი ერთიანი  დაიწერა უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის მიმართ”, ასევე, დაბალი ქულები დაუწერეს კიდევ ერთ კანდიდატს, კონსტანტინე კორკელიას, რაც მისთვის ასევე გაუგებარი იყო.

ომბუდსმენი არ გამორიცხავს, რომ ამ საკითხთან დაკავშრებით კვლავ დასჭირდეს სტრასბურგში წასვლა. საქართველოდან ევროპის საბჭოში წარგზავნილ კანდიდატთა სამკაციანი სია 2017 წლის იანვარში ჩავარდა . ერთ-ერთმა კანდიდატმა, ევა გოცირიძემ ეს ომბუდსმენის აქტიურობასაც დაუკავშირა.

“მთლიანად გასაუბრება წარიმართა სანიმუშო ვითარებაში, თუმცა შეფასებათან დააკავშირებით მაქვს საკმად სერიოზული კითხვის ნიშნები… ჩემთვის გაუგებარია, თუ როგორ მოხდა, რომ ზოგიერთი ისეთი მაღალი კომპეტენციის კანდიდატი დარჩა ამ სიის გარეთ, რომელთა კომპეტენცია ნამდვილად არ იწვევს ეჭვს და ასეთი რამდენიმე კანდიდატი ნამდვილად იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს კვლავ მივყვებით. არ გამოვრიცხავ, რომ სახალხო დამცველს კვლავ დასჭირდეს ჩასვლა სტრასბურგში,”- აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ჟურნლისტის კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ კანდიდატთა ეს სიაც ჩავარდეს, იგი პასუხობს, რომ “არ გამორიცხავს”.

“ყოველ შემთხვევაში, ამ ხუთეულში, სამწუხაროდ, არიან კანდიდატები, რომლებიც, ჩემი შეფასებით, არ იმსახურებდნენ საუკეთესო შეფასებას და კომისიის ზოგიერთი წევრის ობიექტურობის კითხვის ნიშნები დგას,”- განაცხადა ნანუაშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი